საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს 2025 წლის ევროპირველობაზე პირველი მედლები რამინ შამილიშვილი (55 კგ.) მოუტანა. ძალოსანმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) 1 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, რევაზ დავითაძემ 3 ვერცხლის მედალი შემატა საქართველოს ნაკრებს. ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი ბაქარ თურმანიძემ 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე , საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ტალახაძეს, როგორც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელს, ევროპის ძალოსანთა ფედერაციის დროშა გადაეცა.








