გერმანული ფეხბურთი ყოველთვის ადიდასთან ასოცირდებოდა, თუმცა ყველა ისტორიას აქვს დასასრული. ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია ნაიკს შორის შეთანხმება შედგა - 2027 წლიდან გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებს ნაიკი შემოსავს. მხარეებს შორის 7-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ადიდასთან არსებული კონტრაქტი 2026 წლის ბოლოს იწურება. არსებული ხელშეკრულებით ადიდასი ფედერაციას წელიწადში €50 მილიონს უხდის, ნაიკთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი ორჯერ მეტს, €100 მილიონს, გამოიმუშავებენ.
ადიდასი ბოლო მომენტამდე ცდილობდა გერმანიის ფედერაციასთან შეთანხმებას, თუმცა უშედეგოდ. ისტორია სრულდება, ნაიკის შეთავაზებაზე უარის თქმა რთული იყო.