26 ივლისს პარიზში XXXIII ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნითი საზეიმო ცერემონია გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ტურნირზე გულშემატკივრები რჩეული სპორტსმენების ხილვას შეძლებენ.
ქართველები კი განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების ასპარეზობას ელოდებიან.
საქართველოდან პარიზის ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენი იასპარეზებს, ჯამში კი საქართველოს 29 ოლიმპიური ლიცენზია აქვს, საიდანაც 28 ინდივიდუალურად, სპორტსმენებმა მოიპოვეს, ერთი კი ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრების ანგარიშზეა.
ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე (ცხრილი შედგენილია თბილისის დროით):
27 ივლისი
11:00 -15:45 ტყვიის სროლა პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიან დისტანციაზე, ნინო სალუქვაძე - კვალიფიკაცია
12:00 - 21:00 ძიუდო – 60 კგ. გიორგი სარდალაშვილი - კვალიფიკაცია, ფინალი
13:00 - 00:30 - ცურვა – 100 მ. ანა ნიჟარაძე კვალიფიკაცია, 1/2 ფინალი ბატერფლაი
17:30 - 00:25 კრივი 63,5 კგ. ლაშა გურული 1/16 ფინალი
28 ივლისი
11:30 - 15:05 ტყვიის სროლა პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიან დისტანციაზე, ნინო სალუქვაძე - ფინალი
12:00 - 21:00 ძიუდო – 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი - კვალიფიკაცია, ფინალი
13:00 - 00:10 კრივი – 92 კგ. გიორგი ყუშიტაშვილი - 1/16 ფინალი
12:00 - 00:30 ცურვა – 100 მ. ნოე ფანცხავა კვალიფიკაცია - 1/2 ფინალი გულაღმა
22:00 - 00:30 - ცურვა – 100 მ. ანა ნიჟარაძე - ფინალი
29 ივლისი
12:00 - 21:00 - ძიუდო – 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ძიუდო – 57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი
კვალიფიკაცია, ფინალი
13:00 - 00:10 კრივი – 63,5 კგ. ლაშა გურული 1/16 ფინალი
30 ივლისი
12:00 - 21:00 ძიუდო - ტატო გრიგალაშვილი, - 81 კგ. ეთერ ასკილაშვილი – 63 კგ.
კვალიფიკაცია, ფინალი
22:30 - 00:30 - გულაღმა ცურვა – 100 მ. ნოე ფანცხავა - ფინალი
31 ივლისი
12:00 - 21:00 ძიუდო – 90 კგ. ლაშა ბექაური კვალიფიკაცია, ფინალი
1 აგვისტო
12:00 - 21:00 ძიუდო, ილია სულამანიძე – 100 კგ. კვალიფიკაცია, ფინალი
13:00 - 00:25 კრივი – ლაშა გურული 63,5 კგ. გიორგი ყუშიტაშვილი კრივი – 92 კგ. - 1/8 ფინალი
2 აგვისტო
11:00 - 16:00 ტყვიის სროლა 25 მ. ნინო სალუქვაძე - კვალიფიკაცია
12:00 - 21:00 ძიუდო გურამ თუშიშვილი +100 კგ. სოფიო სომხიშვილი +78 კგ, - კვალიფიკაცია, ფინალი
12:00 15:00 მძლეოსნობა – 100 მ. ლიკა ხარჩილავა - კვალიფიკაცია
14:00 - 16:30 ბატუტზე ხტომა ლუბა გოლოვინა - კვალიფიკაცია, ფინალი
3 აგვისტო
10:00 - 21:00 ძიუდო შერეული გუნდური - კვალიფიკაცია, ფინალი
11:30 - 12:50 სროლა 25 მ. ნინო სალუქვაძე - ფინალი
4 აგვისტო
13:00 - 19:55 კრივი, 1/2 ფინალი – ლაშა გურული - 63,5 კგ. გიორგი ყუშიტაშვილი – 92 კგ. - 1/2 ფინალი
6 აგვისტო
13:30 - 23:45 ბ/რ ჭიდაობა – 97 კგ. რობერტ კობლიაშილი 1/8. 1/4; 1/2 ფინალები
7 აგვისტო
13:00 – 23:45 ბ/რ ჭიდაობა – 97 კგ. რობერტ კობლიაშილი დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
ბ/რ ჭიდაობა – 67 კგ. რამაზ ზოიძე, – 87 კგ. ლაშა გობაძე - 1/8; 1/4; 1/2 ფინალები
17:00 - 19:30 ძალოსნობა – 61 კგ. შოთა მიშველიძე
8 აგვისტო
13:00 - 23:45 - ბ/რ ჭიდაობა – 67 კგ. რამაზ ზოიძე, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის,
ბ/რ ჭიდაობა – 87 კგ. ლაშა გობაძე - ფინალი
თავ. ჭიდაობა – 86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე 1/8; 1/4; 1/2 ფინალები
9 აგვისტო
13:00 - 23:45 თავ. ჭიდაობა – 86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
23:30 - 01:30 კრივი – 92 კგ. გიორგი ყუშიტაშვილი - ფინალი
10 აგვისტო
13:00 - 23:45 თავ. ჭიდაობა – 125 კგ. გენო პეტრიაშვილი, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
13:30 - 16:00 ძალოსნობა – 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე
11 აგვისტო
13:00 - 16:15 თავ. ჭიდაობა – 65 კგ. გოდერძი ძებისაშვილი, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, თავ. ჭიდაობა – 97 კგ. გივი მაჭარაშვილი ფინალი.








