2025 წლის 6 ერის ფესტივალის გახსნით მატჩში, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 26-37 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი იტალიელმა მორაგბეებმა 18-7 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი უფროდ დაძაბული გამოდგა და ფრედ, 19-19 დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში, უმცროსი ბორჯღალოსნები შემდეგ მატჩს 14 აპრილს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო ტურში, 18 აპრილს ირლანდიას დაუპირისპირდებიან.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი / ირაკლი ტყემალაძე