საუდის არაბეთის ლიგაში გამართული მატჩი ალ-ნასრსა და ალ-იტიჰადს შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
ალ-ნასრის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ, მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა, რითიც ორი ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 4 ჩემპიონატის სეზონის ბომბარდირი გახდა (საუდის არაბეთი, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია ა და ინგლისის პრემიერ ლიგა).
ამასთანავე, 35 გოლით ის საუდის არაბეთის ლიგის ბომბარდირი გახდა და პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ჩემპიონატის ერთ სეზონში 35 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ რონალდუმ გუნდის მიერ გატანილ 46 გოლში მიიღო მონაწილეობა - 35 გოლი, 11 ასისტი. შეგახსენებთ, რომ ალ-ნასრიმ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.