ეროვნული ლიგის 34-ე ტური საკმაოდ საინტერესო მატჩებიც გაიხსნა. გადარჩენისთვის მებრძოლი სამტრედია შინ გორის დილას დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, საქმე გოლამდე არ მივიდა. თავის მხრივ, ბოლო წუთებზე დილა გააქტიურდა და 0:1 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა.
დინამოების დერბი დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის, აჭარელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ბლესამ ანგარიში პენალტით გახსნა, ახალგაზრდა დუმბაძემე ბათუმელთა უპირატესობა გაზარდა, 58-ე წუთზე უგრეხელიძემ გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მოედნიდან 3 ფეხბურთელი გააძევა - დინამო თბილისიდან ვაწაძე და სანტოსი, ბათუმიდან კი ბლესა.
დღეს, 34-ე ტურის კიდევ 3 შეხვედრა გაიმართება.
18:00 თელავი-სამგურალი
20:00 ტორპედო-გაგრა
20:00 იბერია-კოლხეთი