საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია ჩემპიონის სტატუსს ამყარებს და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის ბრწყინვალედ იწყებს.
ლევან კორღალიძის გუნდმა უკვე სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად უდგას.
დღეს, იბერია სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 ირაკლი სიხარულიძის გოოლით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველი მატჩი მოიგო დინამო ბათუმმა. საკუთარ მოედანზე ბათუმელები გაგრას შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი დინამო ბათუმის ლეგიონერი უერდი მარა იყო, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.