დღეს, 8 თებევალს, პარიზში უეფას მორიგი კონგრესი გაიმართა, სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრეს, თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ამბავი გახდლათ, რომ ალექსანდერ ჩეფერინმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ყველას აცნობა
: "2027 წელს უეფას პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ ვიქნები. ეს დასასრულია".
დღეს გამართულ კონგრესზე უეფას წესდებაში შეტანილი ცვლილებები ჩეფერინს მეოთხე ვადით არჩევის უფლებას მისცემდა. 2027 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სლოვენიელი უეფას სათავეში 2031 წლამდე დარჩებოდა.
„ექვსი თვის წინ გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყრიდი კენჭს. მიზეზი არის ის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა ორგანიზაციას სჭირდება რაღაც ახალი, "სუფთა სისხლი", მაგრამ მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკვე შვიდი წელია ამ თანანმდებობას ვიკავებ და ამის გამო ოჯახს ძალიან ჩამოვშორდი", - განაცხადა ჩეფერინმა პრესკონფერენციაზე.
„არ ვგეგმავდი ჩემი გადაწყვეტილების გამჟღავნებას დღევანდელ კონგრესამდე, რადგან, მინდოდა დამენახა ზოგიერთი ადამიანის რეალური სახე და დავინახე კიდეც. მშვენიერი ცხოვრება მაქვს ფეხბურთთან ერთად და ასევე მშვენიერი ცხოვრება მაქვს ფეხბურთის გარეთაც“.
„გულწრფელად რომ გითხრათ, დავიღალე COVID-ით, ორი ომით, ე.წ. სუპერლიგის უაზრო პროექტითა და ასევე დავიღალე თვითგამოცხადებული ავტორიტეტებით, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, სანამ საქმე მათ პირად ინტერესებს არ ეხება".
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უეფას აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბულინგემი იყო ეროვნული ფედერაციის ერთადერთი დელეგატი, რომელმაც მეოთხე ვადის კონცეფციას მხარი არ დაუჭირა. 55 ასოციაციისგან ამ ცვლილებას 49 დელეგატმა მხარი მაინც დაუჭირა, რითაც ეს დებულება დამტკიცდა.