ფორმულა 1-ში 2026 წელს ახალი რეგლამენტი ამოქმედდება — სრულდება ჰიბრიდული ერა და ბოლიდის წონა 30 კგ-ით მცირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციები შეეხება არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, მათ შორის აეროდინამიკას, DRS სისტემას და საწვავსაც კი.
რეგულაციების გარდა, 2026 წელს ფორმულა 1-ში გუნდების რაოდენობაც გაიზრდება და 11 გახდება. General Motors-მა FIA-სთან შეთანხმებას მიაღწია და სამეფო რბოლების მე-11 გუნდი გახდება.