წელს ფიფა 2025 კლუბებს შორის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს. ეს იქნება სრულიად ახალი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ყველა კონტინენტის გუნდი მიიღებს.
გუშინ დასრულებული ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის შემდეგ, ჩვენ უკვე ვიცით, რომელი ევროპული გუნდები იასპარეზებენ ამ ტურნირზე. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგას არსენალი გამოეთიშა, ევროპიდან ბოლო, მე-12 საგზური, ზალცბურგმა მოიპოვა.
ევროპის კონტინენტიდან ტურნირზე ჯამში 12 გუნდი იქნება წარმოდგენილი - იხილეთ ჩამონათვალი და მათი კოეფიციენტები: რეალ მადრიდი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, პსჟ, ინტერი, დორტმუნდი, პორტო, ატლეტიკო მადრიდი, ბენფიკა, იუვენტუსი, სალცბურგი.
ამ ტურნირზე მოხვდნენ ის გუნდები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 სეზონში, ყველაზე მეტი ქულის/კოეფიციენტის დაგროვება მოახერხეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე კლუბებს შორის მონაწილეობას მიიღებს 32 კლუბი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე რვა ჯგუფად დაიყოფიან.