2019 წელს, L’Equipe-მა დაასახელა ექვსი ვუნდერკინდი, რომელსაც მომავალში უმაღლესი მწვერვალები უნდა დაეპყრო. განვიხილოთ, თუ როგორ წარიმართა მათი კარიერა.
ქარიმ ადეიემი - მიუნხენის ბაიერნის აკადემიაში დაწყებული გზა, რომელიც მოგვიანებით ზალცბურგსა და დორტმუნდის ბორუსიაში გაგრძელდა. უკანასკნელი 3 სეზონი ადეიემი თამაშობს სწორედ ვესტფალიაში, სადაც სეზონში საშუალოდ 5 ბურთს იტანს.
სებასტიანო ესპოზიტო - ნამდვილი სპორტული ოჯახის წარმომადგენელი. ფეხბურთს თამაშობდა სებასტიანის მამაც, დღეს კი მშობლის საქმეს სამივე შვილი აგრძელებს. ესპოზიტო პირველად გამოჩნდა მილანის ინტერში, მაგრამ იქ დამკვიდრება მან ვერ შეძლო. ის ახლაც იტალიური გრანდის საკუთრებაში იმყოფება და იჯარით ამჯერად თამაშობს ემპოლიში, საბა გოგლიჩიძის გვერდით.
ანსუ ფატი - აღნიშნული ექვსეულის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. ფატის იმდენად ეიმედებოდათ, რომ ბარსელონადან ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, მისი ლეგენდარული 10 ნომერი სწორედ მას გადასცეს. სამწუხაროდ, ხშირი ტრავმიანობა ანსუს ხელს უშლის პოტენციალის სრულად გამოვინებაში.
ჟოელსონ ფერნანდეში - ლისაბონის სპორტინგის აკადემია ცნობილია მომავალი ლეგენდების აღმოჩენით, თუმცა ჟოელსონთან მიმართებაში სხვა შემთხვევა გვაქვს. "ლომებიდან" წასვლის შემდეგ, ფერნანდეშმა შეიარა ბაზელში, დღეს კი ის ჰატაისპორის მოთამაშეა.
მოჰამედ იჰატარენი - თავის დროზე ის ნამდვილად ითვლებოდა პსვ ეინდჰოვენის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად, თუმცა ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა იჰატარენი დიდ ფეხბურთს ჩამოაშორა. ის გადავიდა ტურინის იუვენტუსში, სადაც 1 მატჩიც ვერ ჩაატარა. რამდენიმე იჯარის შემდეგ, მოჰამედი ახლა ვალვიკის მოთამაშეა.
კარამოკო დემბელე - გლაზგოს სელტიკში დაწყებული გზა, რომელიც მალევე დასრულდა. კარამოკო გადავიდა ბრესტში, სადაც ასევე ვერ დამკვიდრდა, დღეს ის იჯარით ქუინს პარკ რეინჯერსში თამაშობს.