ოქროს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა, ქართველმა ძიუდოისტმა ტაივანელ იუნგ ვეი იანგს დამატებით დროში ვაზარით მოუგო.
გიორგი სარდალაშვილმა დღეს პირველ დაპირისპირებაში ჩრდილო კორეელ კვანგ ჯინ ჩაეს ვაზარით სძლია, შემდეგ ტაივანელი ლინი 15 წამში იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს მოუგო, ნახევარფინალში კი იაპონელ ნაკამურას სძლია.
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და ნინო ლოლაძე (57 კგ.) იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, 2023 წელს, მსოფლიო ჩემპიონობა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) იზეიმეს, ლაშა ბექაური (90 კგ.) ვერცხლის, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.








