პსჟ-ს ფეხბურთელმა ნუნო მენდეშმა ამ გუნდის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაურა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
მოგეხსენებათ, მენდეში პოზიციით მარცხენა მცველის და კვარაცხელიას უკან თამაშობს. შესაბამისად, მას ხშირად უწევს მოედანზე კვარასთან კომუნიკაცია.
"კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მან თავი კარგად წარმოაჩინოს. კვარა ერთი-ერთზე თამაშის დროს ბრწყინვალეა.
იგივეს ვიტყოდი ბარკოლაზე, რომელიც ამ კომპონენტში ასევე საოცარია. მათი სახით 2 გამორჩეული შემტევი გვყავს", - განაცხადა მენდეშმა.