ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა და სანახაობრივი დაპირისპირებები აჩვენა. ლუკამ ჯერ ლიეტუველ ალგირდას ზულისს სძლია, შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს ახმედ ტურლუევს მოუგო. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ტაჯიკეთის წარმომადგენლები - მუჰამად იუსუფზოდა და სუნატილო მუსოევი დაამარცხა.
ლუკა ჯავახიშვილმა წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ევროპის თასზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.










