სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, 17 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8-1 დაამარცხა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
17 წლის ლოლუამ პირველად იასპარეზა უფროსებს შორის ევროპირველობაზე და გამოცდილ მოჭიდავეებს შორის შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა.
დღეს საქართველოს დელეგაცია ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, ჩემპიონობისთვის რამაზ ზოიძე (77 კგ) იჭიდავებს.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. გივი მაჭარაშვილმა ჩემპიონობა იზეიმა, სოლომონ მანაშვილი (125 კგ.) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი მირიან მაისურაძემ (92 კგ.) აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ.) დაისაკუთრეს.
ფოტო: ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია








