ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელი, მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბრის შემდეგ (როდესაც მძიმე ტრავმა მიიღო) საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
წყაროს ცნობით, გერმანელი მრბოლელი შვილის ქორწილს დაესწრო, რომელიც რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ვილაში გაიმართა და ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.
როგორც ირკვევა, მისულ სტუმრებს ტელეფონები და ფოტო/ვიდეო გადაღების მოწყობილობები ჩამოართვეს და მხოლოდ შემდეგ შეუშვეს წვეულებაზე, რათა კადრები საჯაროდ არ გავრცელებულიყო.
11 წლის წინ, მიხაელ შუმახერმა თხილამურებზე სრიალის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის. ოჯახის გადაწყვეტილებით, მისი მკურნალობის პროცესი მკაცრად არის დახურული საჯარო სივრცისგან.