CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ 2025 წლისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ასეული შემოგვთავაზა. სიაში არის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც €70.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ქართველი ვინგერი იკავებს 74-ე პოზიციას და უსწრებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ნიკო უილიამსი, შარლ დე კეტელარე, ბრუნო გიმარაეში, ბრაჰიმ დიასი, დუშან ვლაჰოვიჩი და სხვები.
აღსანიშნავია ისიც, რომ Transfermarkt-ი ნაპოლის გარემარბს აფასებს უფრო ძვირად, 85 მილიონ ევროდ და ის რიგით მე-19 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. რაც შეეხება თანხას, რომელსაც ითხოვს "პარტენოპეი" 24 წლის ვინგერის სანაცვლოდ: €100 მილიონი.