ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ სტილსა და გოგონათა ჭიდაობაში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ევროპირველობაზე ქართველებმა 10 მედალი მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში მედლის დასაკუთრება შეძლეს. მათ შორის საუკეთესო შედეგს მიაღწია მძიმეწონოსანმა მურთაზ ბაღდავაძემ (110 კგ). ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი რაჩევ სტეფანოვი 3:0 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები გიორგი ნარიმანიძემ (51 კგ), თემურ თუთარაშვილმა (55 კგ), დავით მძევაშვილმა (60 კგ), რატი რევაზაშვილმა (80 კგ) და ნურადინ მუსტაფაევმა (92 კგ). დაისაკუთრეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გუნდურ ჩათვლაში 109 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც ათივე წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი და ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა. ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა რამაზ ბასილიას (71 კგ). ქართველი ფინალში სომეხ იანეს აზარიანთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ბუიღლიშვილმა (80 კგ) და საბა ტაკიძემ (110 კგ)დაისაკუთრეს.
გოგონათა გუნდიდან, რომელიც ჩემპიონატზე სამი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი, ბრინჯაოს მედალი ნინო სამხარაძემ (69 კგ) მოიპოვა.ქართველმა მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში მოლდაველი ევპრაჰია კაზაკუ 9:4 დაამარცხა.








