საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება სტად ბრიოშინსა და პსჟ-ს შორის, თუმცა მატჩი უხვგოლიანი მხოლოდ ერთი გუნდის მხრიდან იყო.
ლუის ენრიკეს გუნდმა მორიგი საოცარი მატჩი შემოგვთავაზა და მეტოქე 0:7 გაანადგურა, რითიც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ძირითად შემადგენლობაში იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პენალტი მოიპოვა, შეტევაში აქტიური იყო და 62 წუთში ნაჩვენები თამაშით 7.8 შეფასება მიიღო.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი გონსალო რამოში იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. თითო გოლი ნევეშის, მაიულუს, დუესა და დემბელეს ანგარიშზეა.