- 2024 წელი რთული იყო, რადგან ტრავმის გამო მომიწია ოპერაციის გაკეთება და ფაქტობრივად სრული სამი თვე გამოვტოვე. საბედნიეროდ აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით წავიდა. ჯამურად კმაყოფილი ვარ, რადგან მიუხედავად ოპერაციისა მაინც შევძელი და საკმაო ოდენობა ტურნირებში მივიღე მონაწილეობა, რომლის შედეგებმაც მომცა საშუალება, რომ დღეს ავსტრალიის დიდი სლემის ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი მქონდეს.
- შეგიძლია აღწერა მთავარი ფიზიკური და მენტალური გამოწვევები, რომელიც გაიარე ტრავმიდან კორტზე დასაბრუნებლად?
- მთავარი სირთულე მენტალური იყო, რადგან ვშიშობდი, რომ აღდგენას დიდი დრო დასჭირდებოდა და შემდეგ კიდევ უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა სათამაშო ტონუსში ჩადგომას. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს 2 წლის ვადა მივეცი სასურველ სათამაშო მდგომარეობაში დასაბრუნებლად. საბედნიეროდ პროცესი იმდენად კარგად განვითარდა, რომ ახლა მენტალურადაც გაცილებით ძლიერად ვართ და მოტივაციაც უდიდესია, რომ დიდ წარმატებას მივაღწიო.
- 2025 წელს ავსტრალიაში იწყებ, რა მიზნები გაქვს ტურნირზე? როგორი გრძნობაა ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დაბრუნება?
- რა მოტივაცია გამოძრავებს ახალი სეზონის წინ და ზოგადად რა გეგმები და მიზნები გაქვს 2025-ში?
- ჩემს თავზე ბევრი ვისწავლე, გამოვკვეთე რა მაქვს გასაუმჯობესებელი. ძალიან კარგი გუნდი მყავს რომელიც ყოველ დღე უწყვეტ რეჟიმში მეხმარება, ჩემი მიზანია მაქსიმალურად დატვირთული სეზონი მქონდეს და ყველა შესაძლო დიდ ტურნირზე მონაწილეობა მივიღო.
- ექნება მაყურებელს შესაძლებლობა წლის მანძილზე მეტი ინფორმაცია ან კონტენტი მიიღოს?
- აუცილებლად მსურს ვიყო აქტიური, უპირველესად დიდი ტურნირების ხარჯზე, რომ მაყურებელს როგორც მინიმუმ ჩემი მატჩების ხილვის საშუალება მივცე. რაც შეეხება ჩემს პირად სოციალურ ქსელს, სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ბევრს არაფერს ვაზიარებ, რადგან ფოკუსირებული ვიყავი ჩემს ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. პრიორიტეტში ისევ ეს ასპექტები, თუმცა ვეცდები, რომ მაყურებელთან და გულშემატკივართან მეტი შეხების საშუალება მქონდეს.
- და ბოლოს რას ეტყოდი შენს გულშემატკივარს?
- გულშემატკივარს ვეტყვი მადლობას, რადგან ისინი ყოველთვის მეხმარებიან, მიუხედავად ჩემი პასიურობისა, ყოველთვის ვიღებ გამამხნევებელ და მხარდამჭერ მესიჯებს. 2024 სპორტული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული იყო და დიდი სურვილი მაქვს ჩოგბურთი, განსაკუთრებით ქალთა ჩოგბურთი საქართველოში წარმატებულ სახეობად ვაქციო.








