შეთანხმება შედგა, ჰაკიმ ზიეში ვიდადიდან კარიერას ბოტაფოგოში გააგრძელებს! გამოცდილ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება. ბოტაფოგო 33 წლის ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
















