საქართველოს სუპერთასის ფინალში დაძაბული და დრამატული დაპირისპირება გაიმართა დინამო თბილისსა და ტორპედოს შორის.
შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში ელტონ ჯუნიორმა გახსნა და იმერლებმა თავიდანვე კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
პირველ ნახევარში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. ტორპედოს მეკარე ფილი კლიაიჩი მთელი თამაში შეუდარებელი იყო.
61-ე წუთზე ნინკოვიჩმა ტორპედოს უპირატესობა ორამდე გაზარდა, დინამომ სხვაობა 85-ე წუთზე შეამცირა და თამაში დაძაბა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში დინამოს ბევრი რეალური მომენტი ჰქონდა ანგარიშის დასაფიქსირებლად, მაგრამ გოლი არ გავიდა და ტორპედო სუპერთასის მფლობელი ისტორიაში მესამედ გახდა.