გუშინ გაიმართა ფიფა-ს 2024 წლის THE BEST-ის დაჯილდოება, სადაც გამარჯვებულები ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების და ჟურნალისტების ხმებით გამოვლინდნენ.
აღნიშნული გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა, გურამ კაშიამ მიიღეს და ცნობილია როგორ განაწილდა მათი ხმები:
საუკეთესო ფეხბურთელი:
გურამ კაშია: 1) როდრი 2) ვინისიუსი 3) იამალი
ვილი სანიოლი: 1) როდრი 2) ვინისიუსი 3) კროოსი
საუკეთესო მეკარე:
გურამ კაშია: 1) მარტინესი 2) ედერსონი 3) სიმონი
ვილი სანიოლი: 1) მენიო 2) სიმონი 3) ლუნინი
საუკეთესო მწვრთნელი:
გურამ კაშია: 1) დე ლა ფუენტე 2) ალონსო 3) ანჩელოტი
ვილი სანიოლი: 1) ანჩელოტი 2) დე ლა ფუენტე 3) ალონსო