ხვალ გაიმართება კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის.
მატჩის წინ კომენტარი მიალბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას ბრანსტრომმა გააკეთა.
მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამოვედით. ქართულ კლუბს პირველად ვუპირისპირდებით. მათ მწვრთნელი შეიცვალეს, მაგრამ კარგად ასპარეზობენ.
ამ ტურნირზე პირველად ვართ. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგებას ვცდილობთ და ხვალაც ეს მიზანი გვაქვს.
ჩემი გუნდის ტაქტიკაზე ყველაფერს ვერ გეტყვით, თუმცა შევეცდებით, სოლიდურად და დამაჯერებლად ვითამაშოთ.იბერია ტექნიკური გუნდია - ცენტრალური ნახევარმცველების წყვილი ძლიერი ჰყავს, ასევე მათ მარცხენა მცველს გამოვარჩევდი", - განაცხადა მიალბის თავკაცმა.












