საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნიკოლოზის სამომავლო გეგმებზე, მის საჭიროებებსა და ქართული ჩოგბურთის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს.
სპორტსმენს დაგეგმილი აქვს "ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელობის ფონდის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ნიჭიერ ჩოგბურთელებს განვითარებაში. მინისტრმა სპორტსმენს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენისთვის და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
ნიკოლოზი არის ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც თანამედროვე ქართული ჩოგბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და უკვე წლებია ჩვენი ქვეყნის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენს.











