ტრანსფერი დაიხურა, სტეფან ელ შაარავი რომადან კარიერას ჯენოაში გააგრძელებს! გამოცდილ იტალიელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ჯენოა ელ შაარავის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
შეგახსენებთ, ელ შაარავი ჯენოას ღირსებას 2008-2011 წლებშიც იცავდა.


















