პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკეს ამავე გუნდის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ექიმი არ ვარ, რომ ზუსტი დიაგნოზი გითხრათ, თუმცა ფაქტია, როგორც კვარას, ისე მარკინიოსის და დემბელეს დაშავება ჩვენთვის ცუდი ამბავია.
სამწუხაროდ, ტრავმა მძიმეა. გამოკვლევის შედეგებს დაველოდებით და ხვალ ზუსტად გვეცოდინება, როგორია მათი მდგომარეობა", - განაცხადა ენრიკემ.
მოგეხსენებათ, ბარსელონასთან მატჩში კვარაცხელია ექიმების დახმარების შედეგად გაიყვაბეს, ასევე ტრავმა მიიღეს მარკინიოსმა და დემბელემაც, რომლებიც ასევე იძულებით შეიცვლანენ.











