ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი მადრიდის რეალსა და სევილიას შორის, მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
ანგარიში არდა გიულერმა 30-ე წუთზე გახსნა, 37-ე წუთზე მბაპემ სხვაობა ორამზე გაზარდა. რეალი ამით არ გაჩერებულმა. 63-ე წუთზე მბაპემ დუბლი გაიფორმა.
მე-80 წუთზე ბუენომ სხვაობა შეამცირა, თუმცა მალევე დიომანდემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და რეალს 4:1 მოაგებინა.
სამეფო კლუბმა მომდევნო ტურის წინ კარგი განწყობა შეიქმნა. მოგეხსენებათ, 25 ოქტომბერს რეალი ბარსელონას ესტუმრება.












