როგორც მოგეხსენებათ, მოჰამედ სალაჰი ლივერპულში კიდევ ორი სეზონით დარჩება. კლუბმა თავისი ლიდერის დარჩენა ოფიციალურად დღეს დაანონსა. ეგვიპტელი ფორვარდის მონაგარი მერსისაიდელთა შემადგენლობაში 394 შეხვედრაში გატანილ 243 ბურთს შეადგენს. რაც შეეხება მხოლოდ პრემიერ ლიგაში შეგდებულ ბურთებს, "წითლების" ლიდერის ანგარიშზე 184 შედეგიანი ქმედება არის.
ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში "სქაუზერების" მე-11 ნომერი სერხიო აგუეროსთან ერთად მეხუთე - მეექვსე ადგილს იყოფს. რაც შეეხება ლიდერს, ალან შირერი, 260 ბურთით. როგორც ვხედავთ, "ფარაონს" სჭირდება კიდევ 77 გოლი იმისთვის, რომ პირველ პოზიციაზე აღმოჩნდეს.
32 წლის თავდამსხმელს საამისოდ კიდევ ორი სეზონი აქვს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში მას თადარიგში აქვს კიდევ შვიდი მატჩი პირადი რეკორდების გასაუმჯობესებლად.