პარიზის პოლიციის პრეფექტურამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩის, პარი სენ-ჟერმენი vs ლიონის გადადება მოითხოვა, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ინფორმაციას ყველა გავლენიანი წყარო ადასტურებს და, როგორც იწერება, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ კვირას გასამართი მატჩი არ ჩატარდეს.
მატჩის გადადების მოთხოვნის მიზეზი პარიზში არსებული არეულობაა. ამას კი პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის ფან-დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაც ემატება, რამაც შესაძლოა ქალაქში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. ამ ეტაპზე უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა პოლიციის მოთხოვნა და გადაიდება თუ არა შეხვედრა ოფიციალურად, თუმცა მხარეები ამ საკითხზე მსჯელობას ამ წუთებშიც აგრძელებენ.












