ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩები გაიმართა.
ცენტალური შეხვედრა პარიზში შედგა, სადაც პსჟ ბარსელონას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მეორე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს.
გამორჩეულად კარგი შეხვედრა ჰქონდა დეზირე დუეს, რომელმაც გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა მიითვალა და საუკეთესო გახდა.
7 გოლი გავიდა ნეაპოლურ მატჩში, სადაც ნაპოლი ბოდო-გლიმტს დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მაკტომინაი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
ჩემპიონთა ლიგის შედეგები
ლივერპული - ვილიარეალი 4:3
მანჩესტერ სიტი - აეკი 5:1
ნაპოლი - ბოდო-გლიმტი 4:3
პორტუ - პსვ 0:1
პსჟ - ბარსელონა 4:2
რომა - სლოვან ბრატისლავა 4:0
შტუტგარტი - ატლეტიკო 1:1











