საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა პსჟ-სა და მონაკოს შორის შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
31-ე წუთზე ანგარიში პარიზელებმა გახსნეს, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით თავი მარკინიოსმა გამოიჩინა.
მეორე ნახევარში მონაკო გააქტიურდა, მეტოქის კართან სახიფათო მომენტები შექმნა და ორი გოლიც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჯერ მოგება არ აქვს - ორი ფრე და ერთი წაგება. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალეს, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.











