ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრის ფარგლებში პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ კედლებში მიიღო რეალ სოსიედადი, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი გაიტანა პსჟ-ს ლიდერმა კილიან მბაპემ, რომელმაც სან-სებასტიანელთა კარი 58-ე წუთზე გაიღო. 12-წუთის შემდეგ კი ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
პარიზი თავიდანვე ითვლებოდა ფავორიტად და აღნიშნული სტატუსი დაამტკიცეს კიდეც მოედანზე, ისე როგორც ამის შესახებ საუბრობდა ლუის ენრიკე მატჩის წინ. რაც შეეხებათ ბასკებს, სტუმრებმა "ლურჯ-წითლებს" ვერაფერი დაუპირისპირეს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მასპინძელთა კარში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ყოფილა.
განმეორებით შეხვედრა გაიმართება 5 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე. ანოეტას ბინადრებს სჭირდებათ სამი უპასუხო გოლის გატანა შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის.