"ბლაუგრანასა" და პარიზში სხვადასხვა დროს უთამაშიათ რონალდინიო გაუჩოს, მიკელ არტეტას, ლიონელ მესის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, დანი ალვეშს, ნეიმარ ჟუნიორსა და ბევრ სხვას. "ლურჯ-წითლების" დამრიგებელი ლუის ენრიკეა, ადამიანი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები, როგორც სპეციალისტმა და როგორც მოთამაშემ, სწორედ კამპ ნოუზე გაატარა.

კატალონიელები მთელი ძალებით გადართულები არიან ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მერვედფინალის სტადიაზე ნაპოლის ბარიერი გადალახეს. ისიც ცნობილია, რომ ამ სეზონის ბოლოს, "ბლაუგრანას" დატოვებს ესპანელი დამრიგებელი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება ყველაფერი. დიახ, ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ბევრი სიახლე იქნება.

მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფრანგი თავდამსხმელი გადავა "სამეფო კლუბში" და შეიძლება ითქვას, რომ ის აქედანვე ეჩვევა, თუ რას ნიშნავს ლა ლიგის გუნდების წინააღმდეგ თამაში. პარის სენ-ჟერმენმა 1/8 ფინალში მოუგო სოსიედადს, დღეს კი მეტოქეები კამპ ნოუს ბინადრები არიან. როგორც ვხედავთ, პსჟ-ს ლიდერისთვის ყველაფერი მართლაც "პრიმერულად" ვითარდება.
ეს გუნდები ერთმანეთს საერთო ჯამში 13-ჯერ შეხვდნენ. 5-ჯერ იმარჯვა ბარსელონამ, 4-ჯერ პარიზმა, 4 შემთხვევაშიც ფრე დაფიქსირდა. ბურთების შეფარდება: 24:21 კატალონიელების სასარგებლოდ. ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 7 ბურთი, გატანილი აქვს ნეიმარს და ყველა გოლი მან "ბლაუგრანას" მხრიდან გაიტანა. ალბათ ყველას გაგვახსენდა ის ლეგენდარული ქამბექი, რომელიც 6:1 დასრულდა.

ჩავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "მე, გვარდიოლა, ენრიკე და არტეტა ვართ მწვრთნელები, რომელთა სისხლშიც ბარსელონას დნმ-ია. ჩვენი სტილი მსგავსია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი და ლუისის პირადი დუელი. ამ დაპირისპირებაში მთავარ როლს მოთამაშეები შეასრულებენ. ვინ არის ფავორიტი? - პარის სენ-ჟერმენი".
პსჟ - ბარსელონა

![[პრევიუ] ევროპული ფეხბურთის თანამედროვე კლასიკა - პსჟ ბარსელონას წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FZLlpi5H0Bo12kUpsQRTHvnQ8vvHVd4TO.webp&w=3840&q=75)








