26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი.
კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთის მოგების, რომ პირადი ჯეტი უკვე გაამზადა და პარიზში წვეულბისთვის ადგილი დაჯავშნა.
მოგეხსენებათ, 25 ოქტომბერს იამალი ელ კლასიკოზე ითამაშებს, რის შემდეგაც, პირადი ჯეტით ლონდონში დაჯილდოებაზე გადაფრინდება, გამარჯვების შეთხვევაში კი პარიზში წვეულებას გამართავს.
ბუკმეიკერების ვერსიით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები ჰარი კეინი და ლამინ იამალი არიან.











