ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში მადრიდის რეალი მილანის ინტერს დაუპირისპირდება, მატჩი 8 სექტემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდება.
პრესკონფერენცია სამეფო კლუბის შემტევმა კილიან მბაპემ გამართა. ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, მბაპემ ასეთი პასუხი გასცა:
"დიახ, ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს პირადულია და ყველას თავისი აზრი აქვს. ზოგი ჩემსავით ფიქრობს, ზოგი კი განსხვავებულად. არ არის აუცილებელი, ყველას ჩემნაირი აზრი ჰქონდეს.
ამ ზაფხულს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე (მუნდიალი) ისტორია დავწერე. წელს ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ და ეს კარგი შანსია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერს ჟურნალისტები წყვეტენ", - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის საუკეთესო 30 ნომინანტის სია 8 სექტემბერს გახდება ცნობილი, დაჯილდოება კი 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.











