ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მორიგი მატჩი კომოში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს დაუხვდა.
სესკ ფაბრეგასის გუნდმა 90 წუთის განმავლობაში ტოპ პერფორმანსი აჩვენა და მეტოქეს უშანსოდ მოუგო.
მატჩის MVP ნიკო პასი გახდა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომო 4-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ნიკო პასი 2', 2-0 ანასტასიოს დუვიკასი 49', 3-0 ნიკო პასი, 4-0 იაკობო რამონი 76', 4-1 ჯოშუა ზირკზე 90+1'.
კიდევ ერთი ადრეული მატჩი გაიმართა საფრანგეთში, სადაც ლილმა გალათასარაის უმასპინძლა.
მაყურებლებმა სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა იხილეს, რომელშიც გამარჯვება თურქულ გუნდს დარჩა.
ლილი 2-4 გალათასარაი
გოლები: 0-1 იუნუს აქგუნი 2', 1-1 სორიბა დიაუნე 7', 2-1 სორიბა დიაუნე 39', 2-2 ალექსეი ბატრაკოვი 44', 2-3 ბერქე იოზერი (ს.კ.) 52', 2-4 ვიქტორ ოსიმენი 61'.












