ბარსელონასთან მოგებული 4:2 მატჩის შემდეგ კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"მხოლოდ საბოლოო ანგარიშის მიხედვით ვერ შეაფასებ. ჩემთვის მთავარი ისაა, თუ როგორ თამაშობს ჩემი გუნდი. ბურთი რამდენჯერმე მაღალ პრესინგზე დავიბრუნეთ და საგოლე მომენტების შექმნაც მოვახერხეთ. ასევე, შევძელით რთული პერიოდების გადალახვა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ბარსელონაუპირატესობას ფლობდა. ამაზე სათანადო რეაგირება მოვახდინეთ და გადამწყვეტ მომენტებში გოლებიც გავიტანეთ. ეს აჩვენებს, როგორი გუნდი ვართ.
ჩვენი სათამაშო სტილი ვაჩვენეთ, აგრესიულად ვითამაშეთ და გულშემატკივრების მხარდაჭერაც გამოვიყენეთ. ეს პრესინგის განხორციელებასა და მაღალი ინტენსივობით თამაშს გვიადვილებს. ბარსელონასფეხბურთელების ინდივიდუალური და გუნდური ხარისხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ძლიერი გუნდი ვართ და რამდენად კარგად ვითამაშეთ დღეს საღამოს.
ეს მატჩი გადამწყვეტი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები აპრილში გველოდება. სწორედ მაშინ იძენს ეს ტურნირი უდიდეს მნიშვნელობას, როდესაც პლეი-ოფის ეტაპი იწყება. გვინდა, რომ იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ.
ის ფაქტი, რომ ბარსელონამმხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი, ნათლად აჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავად ვიმუშავეთ დღეს. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მყავს", - განაცხადა ენრიკემ.











