მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ჩემპიონშიფის გასულ ტურში უოტფორდმა საკუთარ მოედანზე ქპრ ვერ დაამარცხა და უგოლო ფრე ითამაშა, მასპინძელთა ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
"უოტფორდის შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის თამაში საყურადღებოა. მისი ბურთთან შეხება და თამაშის აღქმნა უნიკალურია. ჩაკვეტაძეს 39 საკვანძო გადაცემა აქვს გაკეთებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ მასში მხოლოდ 2.5 მილიონი გადაიხადეს", - ასე შეაფასეს ინგლისში ქართველის თამაში.
მართლაც, ჩაკვეტაძე საკვანძო გადაცემებით ინგლისის ჩემპიონშიფში საუკეთესოა. გარდა ამისა, მას ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი აქვს შექმნილი.
ჩაკვეტაძის ანგარიშზე ერთი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, უოტფორდი 30 ქულით მე-6 ადგილზეა და პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.