NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო! მაყურებლებმა პირველივე დაპირისპირებებში საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრები იხილეს, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
ახალ სეზონში პირველ ქულებს თავი ქართველებმაც მოუყარეს. სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გოლდენ სტეიტ უორიორს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, 125:105 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22:11 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 5 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა.
მატჩის მიმოხილვა
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს. ეს მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება კიდევ ერთი ქართველის გუნდს, ორლანდო მეჯიქი საკუთარ კედლებში ატლანტა ჰოუქსს დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში, 125:132 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 11:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც გამოიჩინა თავი.
მატჩის მიმოხილვა
ორლანდო მეჯიქი მომდევნო ტურში მინესოტა ტიმბერვულვზს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.













