ლაშა გურული რინგზე ბრუნდება. მომდევნო ორთაბრძოლას ის გამართავს 26 სექტემბერს, ბირმინგემში, სადაც ჰიუი უილსონს დაუპირისპირდება. ინგლისელი მოკრივის ანგარიშზეა 13 ჩხუბი: 11 მოგება და 2 წაგება. მან 9-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით, 2-ჯერ კი ნოკაუტით მოიგო. უკანასკნელი 5 დუელიდან 26 წლის მოკრივემ 3 მოიგო.
რაც შეეხება ქართველ მოკრივეს, პროფესიონალურ დონეზე ოთხი ორთაბრძოლა აქვს გამართული. სადებიუტო დაპირისპირებაში მან ბერნარდ ების მოუგო, შემდეგ ჯეიმს ფრანსისსა და ბენიტო სანჩეს გარსიას. უკანასკნელ ჩხუბში ლიამ დილონის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.













