ჩემპიონთა ლიგის ფაზის ცენტრალურ მატჩში ბარსელონა პსჟ-ს ესტუმრა და 4:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გააკეთა.
„ვფიქრობ, ორივე გუნდმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა. ჩემი აზრით, ბურთის ფლობისას რამდენიმე ზედმეტი შეცდომა დავუშვით. თამაში უნდა გავაანალიზოთ, თუმცა ბევრი კარგი რამეც დავინახე. დღევანდელი მატჩი ჩვენთვის შესანიშნავი გამოცდა იყო. დავინახეთ, რა მიმართულებით გვჭირდება გაუმჯობესება და სწორედ ამაზე ვიმუშავებთ. მეტოქემ კი დაგვნახა, რომ კვლავ ტოპ გუნდია.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რაც გავაკეთეთ, წარმოუდგენელია. როგორც ჩვენი დამოკიდებულება, ისე თამაშის ხარისხი. ვცდილობდით, ისე გვეთამაშა, როგორც გვინდა.. დღევანდელ შეხვედრაში ბევრი შესანიშნავი რამ ვიხილეთ.
უფრო მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ,ზოგჯერ უფრო მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რას ვაკეთებთ მოედანზედა იმ პოზიციებში, სადაც გოლის გატანის შესაძლებლობა გვეძლევა, მეტი თავდაჯერებულობა უნდა გამოვიჩინოთ. სწორედ ეს ვნახეთ დღეს პსჟ-სშესრულებით.“, - განაცხადა ფლიკმა.











