მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ბარსელონა საკუთარ კედლებში მიიღებს ნაპოლის, მოედანზე ქართველი ვინგერიც იქნება. იტალიელ ექს-დამრიგებელს მიაჩნია, რომ კატალონიელთა სუსტი წერტილი არის დაცვა და "პარტენოპეიმ" სწორედ ეს გარემოება უნდა გამოიყენოს.
"ვხედავ, რომ კვარაცხელია თავის ძველ დონეს უბრუნდება. ბარსელონასთვის ის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. მისი სისწრაფე და ინტენსივობა კატალონიელებს პრობლემებს შეუქმნის. ხვიჩა ნაპოლისთვის კვლავ ისეთივე ლიდერად ყალიბდება, როგორიც შარშან იყო. მას ნამდვილად შეუძლია გარდატეხის შეტანა.
"ბლაუგრანას" სუსტი წერტილი არის დაცვა და "პარტენოპეიმ" სწორედ ეს გარემოება უნდა გამოიყენოს. ამის გარდა, ისინი სივრცეებსაც ტოვებენ, რაც "აძურისთვის" ასევე დამატებითი შესაძლებლობაა", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.