ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"სტადიონს ემოციებით აღსავსე ვტოვებთ. საოცარი მატჩი იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. დღეს, ჩემს გუნდში დაცვამ შეტევაზე უკეთ ითამაშა.
ბედნიერები ვართ, რომ მიუნხენში ჩამოსული გულშემატკივარი გავახარეთ და წინ ფინალია, სადაც კიდევ ერთ საჩუქარს გპირდებით.
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კი ლიგა 1-ის მატჩები გვაქვს ჩასატარებელი და ამ თამაშებზე უნდა გავრეთოთ", - განაცხადა ენრიკემ.








