საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურში მიალბის დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და ფეხბურთელმა ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს.
ლევან კორღალიძე (იბერიას მწვრთნელი): "მჭიდრო რეჟიმში მოგვიწია თამაშების ჩატარება, მაგრამ, ვფიქრობ, ამის რესურსი გაგვაჩნია და ხვალინდელ მატჩს მზადყოფნაში ვხვდებით.
თუ გვინდა, რომ ევროტურნირებზე ვიასპარეზოთ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, ძალები გადავანაწილოთ.
ბართიშვილი ძალიან ნიჭიერია. ანდრიას ტრავმა ჰქონდა და სულ რაღაც 1 კვირაა, ვარჯიში განაახლა. ვცდილობთ, ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევიყვანოთ, რადგან ტრავმის რეციდივი არ მოხდეს.
ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, როომ ხელოვნური საფარი ან სხვა რამ ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს. სადაც და როგორ მოედანზეც არ უნდა მოგვიწიოს თამაში, პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. რა თქმა უნდა, ხელოვნურ საფარზე თამაში დისკომფორტია, მაგრამ მარცხი ამას არ უნდა დავაბრალოთ. პასუხისმგებლობას ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებ."
სენტ-ტრუიდენისგან სწრაფი გოლის გაშვებამ ზიანი მოგვაყენა და ვერ გადავეწყვეთ. ხვალისთვის უფრო კარგად ვართ მომზადებულნი. იმედი მაქვს, წარმატებულად ვითამაშებთ. მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ და სულ სხვა იბერია ვიხილოთ.
ნიკოლოზ დადიანი (იბერიას ფეხბურთელი):"ცუდია, რომ გასვლითი მატჩი წავაგეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, ხვალ მოვიგებთ. ვიმედოვნებ, ტრიბუნებიც გაივსება.დილასთან თამაშის შემდეგ დასვენების საშუალება არ გვქონია. მიალბის შესახებ გუნდში ხვალ ვისაუბრებთ.რაც სენტ-ტრუიდენთან მოხდა, ჩვენი ბრალაი იყო. ამ ტემპში თამაში შეგვიძლია და ყველაფერს ვიზამთ, რომ ხვალ ეს ვაჩვენოთ."















