2 კვირის წინ, ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ კარიერის დასრულება ოფიციალურად გამოაცხადა.
40 წლის ნახევარმცველი ბოლოს ემირატებში თამაშობდა. ბარსელონაში მან 16 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
კარიერის დასრულების შემდეგ კი ინიესტა ახალ საქმიანობას იწყებს. მისი მიზანი მწვრთნელობაა. ესპანელი ლეგენდა საწვრთნელ კურსებს უკვე გადის და ახალი გამოწვევისთვის მზადაა.
ინიესტას მიზანი ლიცენზიის აღება და სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურად ჩართვაა. მოგეხსენებათ, ჩავი, რომელიც მთელი კარიერა ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებში მოედანზე ინიესტასთან დაუმარცხებელ დუეტს ჰქმნიდა, უკვე წლებია სამწვრთნელო საქმიანობას მისდევს.