ტურინის იუვენტუსმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ორი გარიგებით დახურა. გუნდს იჯარით შეუერთდნენ კარლოს ალკარასი საუთჰემპტონიდან და პედრო ფელიპე პალმეირასიდან. "ბებერი ქალბატონი" ინგლისურ კლუბს არგენტინელის სანაცვლოდ გადაუხდის 3.7 მილიონ ევროს, ასევე 1.9 მილიონს "წმინდანები" მოგვიანებით ბონუსად მიიღებენ.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიურ გუნდს ექნება ფეხბურთელის 49.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა, თანაც ეს ყველაფერი საშეღავათო პირობებით - თანხის გადახდა 3 ეტაპად იქნება ნებადართული. "ბიანკონერის" ახალწვეულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ამ სეზონში 26 მატჩში 4 გოლის გატანა მოასწრო.
რაც შეეხება მეორე ტრანსფერს, ახალგაზრდა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ჯერჯერობით იქნება იუვენტუს ბ-ში, ცხადია, მთავარ გუნდში დაწინაურების პერსპექტივით. ტურინელთა ახალწვეულმა მიმდინარე სეზონში მოასწრო 18 მატჩის ჩატარება, ეს ყველაფერი "თეთრ-მწვანეების" იუნიორთა გუნდში.