ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, გათამაშების ჩემპიონი იბერია ოფიციალურად გახდა.
ბოლოსწინა ტურში იბერია გაგრას დაუპირისპირდა და ქულა სჭირდებოდა, რათა ჩემპიონი ოფიციალურად გამხდარიყო.
მიუხედავად იმისა, რომ გაგრელებმა ანგარიში გახსნეს, იბერია სრულ უპირატესობას დაეუფლა და გიზი მამაგეიშვილისა და შეიკნე სილას გოლებით 1:2 მოიგო.
ამ გამარჯვებით კორღალიძის გუნდმა 74 ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იბერია საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედაა.