23 ოქტომბერს, თბილისში,GFC არენაზე Georgian Fighting Championship-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. GFC 39 20:00 საათზე დაიწყება და MMA-ს გულშემატკივარი 9 დაპირისპირებას იხილავს.

საღამოს მთავარი ბრძოლა GFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება.ერთმანეთს ნიკოლოზ „მგელი“ ბიბილაშვილი და ლაშა(IRON)როინიშვილი დაუპირისპირდებიან. ღონისძიების კიდევ ერთი გამორჩეული დაპირისპირება ბადრი ფოცხვერაშვილსადა უზბეკ მებრძოლ ომონულო(Puncher)იულდაშევს შორის შედგება.















