La Gazzetta Georgia-ს ახალი გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური!
მიმდინარე კვირის მატჩი: რეალ მადრიდი vs. ინტერი.
წესები საკმაოდ მარტივია:
- გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე;
- დააფიქსირეთ თქვენი პროგნოზი ამ სტატიის ქვეშ, კომენტარის ველში;
- მიუთითეთ, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი (პასუხები "არ გავა გოლი" და მატჩის დამატებით დროში გატანილი გოლი, მაგ: 45+2 ან 90+3 ჩაითვლება სწორ პასუხად);
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პროგნოზის დაფიქსირება;
- კომენტარების მიღება შეწყდება 8 სექტემბერს, 23:00 საათზე
- La Gazzetta Georgia უფლებას იტოვებს მონაწილეს მხრიდან გათამაშებაში ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედებაზე ჰქონდეს მკაცრი შეზღუდვა (მონაწილეს დაბლოკვა).
გამარჯვებული იქნება ის მონაწილე, რომელიც ზუსტად გამოიცნობს, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი. თუ სწორი პასუხი რამდენიმე მონაწილეს ექნება, გამარჯვებულად ის მონაწილე დასახელდება, ვინც საკუთარი პროგნოზი ყველაზე ადრე დააფიქსირა.











